საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლექციების კურსი "ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის" ფარგლებში

2019 წლის სექტემბერში „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ კონცეფციის ფარგლებში იულიხის კვლევით ცენტრში (გერმანია) ჩატარდება ე.წ. QUALI-Start-Up (2) ლექციების კურსი. კომუნიკაციის ენა - ინგლისური. 
ლექციების თემატიკა მოიცავს ექსპერიმენტული და თეორიული ფიზიკის, სიცოცხლის შემსწავლელი და ჯანმრთელობის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების, მათემატიკის, ქიმიის მიმართულებებს და წარმოადგენს პროექტის „შემოდგომის ლექციები თბილისში“  (2013, 2015) გაგრძელებას. ასეთი ფორმატის პირველი ღონისძიება QUALI-Start-Up (1) 2017 წლის სექტემბერში, ქ. იულიხში გაიმართა.  

პროექტში მონაწილე სტუდენტების (ბაკალავრი, მაგისტრი) სამიზნე ჯგუფების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე დაინტერესებულმა სტუდენტებმა ადგილობრივი უნივერსიტეტის წარმომადგენელთან ინგლისურ ენაზე უნდა წარმოადგინონ სამი დოკუმენტი: CV, სამოტივაციო წერილი და სარეკომენდაციო წერილი (ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა). კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ  საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის (თსუ,სტუ,  აგრიუნი და ილიაუნი,) სტუდენტებს.

პროექტში მონაწილეობის მსურველმა თსუ  სტუდენტებმა  უნდა მიმართონ თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის ლაბორატორიის გამგეს  დრ. მირიან ტაბიძეს,  ელ.ფოსტა  mirian.tabidze@tsu.ge 
თსუ-ს მხრიდან  პროექტში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ 2019 წლის 29 აპრილამდე.

შერჩევის მეორე ეტაპი ჩატარდება ივნისის დასაწყისში ონლაინ (ვიდეო) ფორმატით (დეტალური ინფორმაცია გავრცელდება მაისის თვეში). გასაუბრებას ჩაატარებენ იულიხის კვლევითი ცენტრის ინსტიტუტების დირექტორები ადგილობრივი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად.

სრული ინფორმაცია ღონისძიების  შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე:
 http://www.fz-juelich.gtu.ge/autumn-lectures/2019/about-event 

თარიღი: 27/03/2019